ალეკო ელისაშვილი: ნიკა მელია არის ვაჟკაცი, მებრძოლი, გულიანი ბიჭი!

“მიუხედავდ იმისა, რომ ჩემთვის მიუღებელ პარტია “ნაციონალურ მოძრაობაშია” ნიკა მელია, მას პიროვნულად დიდ პატივს ვცემ”. – ამის შესახებ “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

“არ დავმალავ, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან არ მომწონს ის პარტია, რომელ პარტიაშიც ელენე ხოშტარიაა, მაგრამ, ელენე ხოშტარიას ღიადაც დავუჭერ მხარს.
მეორე, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის „ნაციონალურო მოძრაობა“ და ყოველთვის მიუღებელი ძალა იქნება, პიროვნულად ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიას. იმიტომ, რომ ის არის ვაჟკაცი და მებრძოლი ბიჭი. სწორედ ამის გამო ვცემ პატივს ელენ ხოშტარიასაც.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მიუღებელ პარტიებში არიან, ნიკა მელიაც არის ვაჟკაცი მებრძოლი, გულიანი ბიჭი” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ასევე, ალეკო ელისაშვილის თქმით: მთაწმინდაზე შალვა შავგულიძეს ანა დოლიძე და ლევან კობერიძეც მოუგებს

შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ ამომრჩეველს ერთიან ფორმატით  შევთავაზა კანდიდატებ:  ვაკეში – ელენე ხოშტარია, მთაწმინდაზე -შალვა შავგულიძე, ისანში -გიორგი ვაშაძე და ნაძალადევში – შალვა ნათელაშვილი

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად