ალეკო ელისაშვილი: მიშელის დოკუმენტს „ნაცმოძრაობამ“ ხელი უნდა მოაწეროს, მაგრამ გიგა ბოკერია ვიღას დაკარგვია?

“შარლ მიშელის დოკუმენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი უნდა მოაწეროს, მაგრამ გიგა ბოკერიას პარტია ვიღას დაკარგვია, ხელი რომ მოაწეროს, რა უნდა ქნან? ვინც მათი სიით გავიდა, თითქმის ყველა პარლამენტშია და დოკუმენტს ხელი მოაწერეს”.

ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბოკერიამ გინდ მოაწეროს ხელი, გინდ არა, შემდეგ რას იზამს, რომელ რეფორმას გაატარებს? პარლამენტის ტრიბუნასთან გამოვა? ბოკერია ხელს მოაწერს თუ არა, ამას აზრი არ აქვს. „ნაციონალურ მოძრაობას“ შეთანხმებაზე ხელის მოწერა მოუწევს, რადგან რამდენი ვიზიტიც ექნებათ, იმდენჯერ უხერხულში იქნებიან და თავჩაქინდრული, რადგან არანაირი არგუმენტი არ აქვთ. სინამდვილეში, ყველაზე დიდი სარგებელი ამ დოკუმენტიდან მათ აქვთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...