ალეკო ელისაშვილი: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება და არც უნდა იყოს საქართველოს პრემიერმინისტრი

საქართველო ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრემიერმინისტრობის უფლება არ აქვს – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “მოქალაქეების” თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ გადაცემა დღის ამბებში განაცხადა.

„სასაცილო ამბავია, არ ვიცი ეს ხალხი როგორ ცხოვრობს, რანაირად არის მათი მორალური სტრუქტურა მოწყობილი, მაგრამ, სააკაშვილი არ იქნება და არ უნდა იყოს ამ ქვეყნის პრემიერი. არცერთი მრავალპარტიული პარლამენტის კონფიგურაციის შემთხვევაში. გამორიცხულია!
ყოველ შემთხვევაში, მე და ჩემს გუნდს რაც ძალა და ღონე გვექნება, ამის წინააღმდეგი ვიქნებით. იმიტომ, რომ სააკაშვილს არ აქვს უფლება იყო ქვეყნის პრემიერმინისტრი და არც უნდა იყოს. მაგრამ ამის თქმის უფლება მე მაქვს.
ბაქრაძე, ბოკერია და უგულავა ამაზე ლაპარაკობენ, ეს ხომ ძალინ სასაცილოა. რანაირად ლაპარაკობენ? „ნაციონალურ მოძრაობა“ არ არიან თვითონ? ვინ არიან?
სააკაშვილმა კაცებად ვინც აქცია, ისინი ახლა დგანან და სააკაშვილის უპირისპირდებიან და მოძალადე იყო რეჟიმიო და რაღაცეებს ლაპარაკობენ“,  – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად