ალეკო ელისაშვილი მერიას: კორონას დროს ქუჩებს მრისხანედ რომ რეცხავდით, დაყარეთ ეს ოხერი მარილი დროულად!

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერიას მიმართავს, გზებზე დროულად დაყარონ ტექნიკური მარილი:

“დღეს თბილისის მერიას შუადღიდან რომ დაგეყარათ ტექნიკური მარილი თბილისის ქუჩებზე წელი გეტკინებოდათ? კორონას დროს ქუჩებს მრისხანედ რომ რეცხავდით მედიის დასანახად და სიაბანდი პიარისთვის გვახსოვს, მაგრამ ეხლა ათობით მანქანა ილეწება და იმტვრევა დათოვლილ და მოყინულ ქუჩებზე. ზამთრის საბურავების ფული მარტო თქვენ გაქვთ, მანდ ქართულ ოცნებაში მოკალათებულებს და ჩვეულებრივ ხალხს ისევ უზარმაზარი ხარჯები და პრობლემები გვიჩნდება თქვენი უნიათობის გამო. დაყარეთ ეს ოხერი ტექნიკური მარილი დროულად!” -წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...