ალეკო ელისაშვილი: მეორე ტურში უპატარძლო ქორწილი ჰქონდათ, მარტო იყვნენ და მაინც აერიათ

ეს განცხადება პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტვ „პირველის” ეთერში გააკეთა.

„მეორე ტურში უპატარძლო ქორწილი ჰქონდათ, მარტო იყვნენ და მაინც აერიათ. ყველას გვაქვს ნათქვამი რომ მზად ვართ ვიმსჯელოთ, მზად ვართ გონივრული გადაწყვეტილებისთვის. პრობლემა ის არის, რომ არ მოიტანეს ეს გონივრული გადაწყვეტილება ამაშია პრობლემა, თორე იმაში კი არა რომ ჩვენ მზაობა არ გვაქვს. არც ვადამდელ არჩევნებს და არც არაფერს არ აქვს აზრი თუ ისევ ჟვანია და ის ხალხი იქნება არჩევნებზე, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნები ჩაატარეს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად