ალეკო ელისაშვილი: მელიას არანაირი შანსი არ ექნება არჩევნებზე – ოპოზიციური ერთიანობა არის ბლეფი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ნიკა მელიას თვითმმართველობის არჩევნებზე მოგების შანსი არ აქვს.

როგორც ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, “ყველა მიხვდა, რომ ცრუ რევოლუციური ძალისხმევა ამ ქვეყანას არ სჭირდება”.

“მელიას არანაირი შანსი არ ექნება არჩევნებზე, დარწმუნებული ვარ, ყველა მიხვდა, რომ ცრუ რევოლუციური ძალისხმევა ამ ქვეყანას არ სჭირდება. არანაირი შანსი არ ექნება ღრმად დარწმუნებული ვარ და ვერც ერთიანი კანდიდატი იქნება, ისეთი პირი უჩანს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პარტია ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ, რომ გვყავდეს კანდიდატი, შესაძლოა, მე ვიყო კანდიდატი, ამაზე ვფიქრობთ, თუმცა ჯერ აქ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ვართ შეჭიდებულები და ჯერ ის გვინდა, რომ მოვაგვაროთ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციური ერთობა “ბლეფია” და ეს იყო ერთადერთი მიზანი სააკაშვილის, რომ თავისი ქოლგის ქვეშ ჰყოლოდა ყველა.

“ოპოზიციური ერთიანობა ეს არის ბლეფი. ეს იყო ერთადერთი მიზანი სააკაშვილის, რომ თავისი ქოლგის ქვეშ ჰყოლოდა ყველა. ჩვენთვის ოპოზიციური ერთობა იყო ძალიან კონკრეტული მიზნის მიღწევისთვის საშუალება, ვიღაცისთვის იყო თვითმიზანი და ვისაც ჰგონია, რომ ეს თვითმიზანი, იგივე ბლეფი არის სერიოზული რამ, ძალიან მცდარია. ჩვენ დანარჩენი ოპოზიციისგან, ძალიან ბევრი რამ განგვასხვავებს. ვფიქრობ, რომ ჟურნალისტების გარდა არავის აინტერესებს ოქტომბერში მერობის კანდიდატი ვინ იქნება”, – განაცხადა ალეო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...