ალეკო ელისაშვილი: “ლელო” ბოკერიაზე რადიკალია, ვერ ვიჯერებ მამუკა ხაზარაძეს რატომ აქვს ასეთი პოზიცია

“პროცესი გაჭედილია, პარტიების ნაწილს უნდა რომ მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ, ეს არის გიგა ბოკერიას პარტია, ჩემდა გასაოგნებლად, ეს არის პარტია “ლელო”, რომელიც ბოკერიაზე რადიკალია, ვერ ვიჯერებ მამუკა ხაზარაძეს რატომ აქვს ასეთი პოზიცია, ვერ ავხსენი და არის ერთი-ორი უპასუხისმგებლო პარტია. დიდ ნაწილს უნდა რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას და კრიზისი დასრულდეს. ვინც არ მოაწერს ის იტყვის რომ მას უნდა ქაოსი.” – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა:

“ჩვენი გეგმა იყო, რომ შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ ხელში დავიჭიროთ არჩევნების სანდოდ ჩატარების ინსტრუმენტი და სისტემა.  60 დეპუტატი შევიდეთ “ქართული ოცნების” 90 დეპუტატის წინააღმდეგ და სერიოზული დღის წესრიგი შევქმნათ. ოქტომბერში გავიდეთ თვითმმართველობის არჩევნებზე და დიდ ქალაქებში დავამარცხოთ “ქართული ოცნება”. ერთჯერადი რიგგარეშე არჩევნები არის ამ ქვეყნის პერსპექტივა თუ საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება? ” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად