ელისაშვილი კალაძეზე: სელფის ჯოხით სიარულის მეტი 4 წელი არაფერი უკეთებია, უბრალოდ, ავტობუსები იყიდა და ტრანსპორტის რეფორმა ამას არ ჰქვია

“ამ მოცემულობაში კალაძეს არანაირად არ გაუჭირდება გამარჯვება. ეს პერსპექტივა სულ არ მეხატება გულზე, რადგან მას სელფის ჯოხით სიარულის მეტი ოთხი წელი არაფერი უკეთებია. ერთადერთი, უბრალოდ, ავტობუსები იყიდა და ისიც, ტრანსპორტის რეფორმა ამას არ ჰქვია”.

ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ამ მოცემულობაში კალაძეს არანაირად არ გაუჭირდება გამარჯვება. ეს პერსპექტივა სულ არ მეხატება გულზე, რადგან მას სელფის ჯოხით სიარულის მეტი ოთხი წელი არაფერი უკეთებია. ერთადერთი, უბრალოდ, ავტობუსები იყიდა და ისიც, ტრანსპორტის რეფორმა ამას არ ჰქვია. მანამდე, რაღაც სისულელეები აკეთა, გადაათეთრა ეს ტაქსები და არ მინდა, ყველა მანქანაზე ასე ვილაპარაკო, მაგრამ დანჟღრეული „ოპელ ვექტრა“ თეთრი იქნება თუ ჭრელი, რა მნიშვნელობა აქვს? მოკლედ, ასეა და დანგრეულები მივდივართ. არ ვიცი, 43%-ს აიღებს თუ არ აიღებს, ეს ახლა მარჩიელობაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, „ოცნებამ“ იცის, რა გააკეთოს და თავისი დღის წესრიგი აქვს, ოპოზიციამ კი საერთოდ არ იცის, ვინ რა გააკეთოს. უბრალოდ, ჩვენ ჩვენი პარტიული ხედვები და გეგმები გვაქვს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მმართველმა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ” თბილისის მერად კვლავ კახა კალაძე წარადგინა.
“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე თბილისის მერად 2017 წელს აირჩიეს.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ოქტომბრის თვეში ჩატარდება.

კომენტარები
იტვირთება...