ალეკო ელისაშვილი: ჯერ არაფერი დაწერილი არ გვინახავს და ამნისტიაზე უკვე ძალით მოგონილი აჟიოტაჟია ატეხილი

ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ჯერ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უნდა დაიწეროს და შემდეგ მოხდეს ამაზე მსჯელობა.

მისი თქმით, ამნისტიის გამოცხადება იმ სამართალდამცველებზე, რომელთაც 20 ივნისს მძიმე გადაცდომები არ ჰქონიათ, შესაძლებელია.

„ცარიელ ადგილზე ძალით მოგონილი აჟიოტაჟია ატეხილი. ჭიქაში ქარიშხალს რომ ეძახიან, დაახლოებით ისეთი. ჯერ არავის დაწერილი არაფერი გვინახავს და უკვე მთელი ამბავია ატეხილი. ჯერ შავით თეთრზე დაწერილი უნდა ვნახოთ: რა წერია, ვის ეხება, ვის არ ეხება. ზოგადად, არასერიოზულია იმაზე ლაპარაკი, რომ კონკრეტულ ადამიანს უნდა შეეხოს თუ არა. ეს არ არის შეწყალება, რომ კონკრეტული ადამიანი იგულისხმებოდეს. შეწყალებისგან განსხვავებით, ამნისტიაში წერია მუხლები, რომელ მუხლზე უნდა გავრცელდეს ესა თუ ის ამნისტია. შესაბამისად, იქ ვერაფრით ვერ იქნება ესა თუ ის პოლიციელი. ჯერ უნდა ვნახოთ რაღაცა დაწერილი, არსად არაფერია და გულზე მჯიღის ცემა ჰაერზე მიდის. იმ სამართალდამცავების ამნისტია შესაძლებელია, რომელთაც ჯოჯოხეთური რამ არ აქვთ ჩადენილი. სამსახურებრივი გადაცდომა და ასეთი მეტ-ნაკლებად მსუბუქი რამის ამნისტია შეიძლება.

ჩემთვის აუხსნელია, რომ როცა ევროკავშირი მზადაა, შენ მაგივრად გირაო გადაიხადოს, ამას ხელს კრავ და უარს ეუბნები, ეს არის აუხსნელი. ეს რომ არ გააკეთოს მელიამ, ამნისტიაც აღარ იქნება საჭირო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...