ალეკო ელისაშვილი: ჯეჯელავას სოციალისტური შეჯიბრება აქვს გამოცხადებული სიბრიყვეში

"ჯეჯელავა ცოტა ადეკვატური კაცი მეგონა, სანამ დანიშვადნენ. არ ვიცი, რაღაც სოციალისტური აქვს სიბრიყვეში ამ კაცს გამოცხადებული", – ასეთ შეფასება მისცა "განსხვავებულ აქცენტებში" თბილისის საკრებულოს წევრმა, ალეკო ელისაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას გამოთქმულ მოსაზრებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისში გაუჩინარების ფაქტს, რომელიც მოგვიანებით აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში ერთ-ერთ ციხეში აღმოჩნდა.

" დღე არ გავიდოდა, კვირა არ გავიდოდა რაღაც თავისი მოსაზრებები ფიფქიაზე და 7 ჯუჯაზე და ნაცარქექიაზე არ მოეყოლა დ ახლა რატომღაც ჩათვალა, რომ განათლების მინისტრია ის პერსონაა, რომელიც ასეთ საკითხზე უნდა გამოხტეს. ასეთი სპიკერები რომ ჰყავს ჩვენ მთავრობას, იმიტომ არის ჩვენი ქვეყნის საქმე კარგად", – განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად