ალეკო ელისაშვილი: ივანიშვილთან გარიგებები ბოკერიამ თავის პარტიაში მოიკითხოს და თვითონაც სარკეში ჩაიხედოს

ივანიშვილთან გარიგებები ბოკერიამ თავის პარტიაში მოიკითხოს და თვითონაც სარკეში ჩაიხედოს, – ამის შესახებ “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “ევროპულ საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას მისამართით თქვა.

“ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ვინც წყალს ასხამს და ვინც მას ჩუმ-ჩუმად ხვდება და რაღაც გარიგებებში მონაწილეობს, გიგა ბოკერიამ თავის პარტიაში მოიკითხოს. მიიხედ-მოიხედოს თავის პარტიაში და თვითონაც სარკეში ჩაიხედოს. კი, ბატონო, ისინი შეჟღურულები არიან “ქართულ ოცნებასთან”. დრო გამოავლენს, რომ ეს არა მხოლოდ პოლიტიკური პოლიტიკური განცხადებებია. მშვენივრად ჭუკჭუკებენ და შეჟღურტულები არიან და ეს დადასტურდება კიდეც.

თავის სამართლებელი მე არაფერი მაქვს. ბიძინა ივანიშვილი ისეთი კაცია, რომ მსგავს შემთხვევებს ფირზე აღბეჭდავს ხოლმე. ადრე თუ გვიან ყველაფერი ცნობილი ხდება”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად