ალეკო ელისაშვილი: ისეთი რეფორმა განხორციელდება, თამარ ჟვანია კი არა, იოზეფ გებელსი რომ დანიშნო, ვერაფერს აურევს

“ისეთი რეფორმა განხორციელდება, რომ თამარ ჟვანია კი არა, ცესკო-ს თავმჯდომარედ იოზეფ გებელსი რომ დანიშნო, ისიც კი ვერაფერს აურევს”.

ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ოპოზიციონერი დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამდებობაზე დარჩენის შემთხვევაში, თამარ ჟვანიას დისკომფორტი თავად ექნება.

ალეკო ელისაშვილის თქმით, შესაძლოა, რომ თამარ ჟვანია გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებამდე თავად მიიღებს.

„ძალიან დიდ და მართლა რევოლუციურ ცვლილებებს თამარ ჟვანიამდე ნუ ვახურდავებთ. ისეთი რეფორმა განხორციელდება, რომ თამარ ჟვანია კი არა, ცესკო-ს თავმჯდომარედ იოზეფ გებელსი რომ დანიშნო, ისიც კი ვერაფერს აურევს. ისეთი გამართული ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, საოლქო და საუბნო კომისიები იქნება, რომ ვერავინ ვერაფერს გააფუჭებს, თუმცა რატომღაც მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ თამარ ჟვანია თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებამდე”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...