ალეკო ელისაშვილი: იმედი მაქვს, რომ “ოცნება” დღევანდელ დღეს გაანალიზებს და შტურმებს მოეშვება

“მე იმედი მაქვს, რომ აქამდე საქმე არ მივა”, – ასე პასუხობს “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი გადაცემა “რეაქციის” წამყვანის კითხვას იმაზე, თუ მელიას დაჭერასთან დაკავშირებით სპეცოპერაცია ჩატარდება, სხვები რომ ამბობენ დავიცავთო, მას რა პოზიცია ექნება. 

“მე იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა. იმედი მაქვს, რომ დღევანდელ დღეს კარგად გაანალიზებს “ქართული ოცნება” და შტურმებსა და სპეცრაზმებს მოეშვება. არაერთი განცხადება გავრცელდა, რომ ოპოზიციის ლიდერის დაჭერა და დევნა არ არის ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. ამას ვიძახდი პარლამენტში, ამას ვიძახი აქაც და ამას ვიტყვი ყველგან”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...