ალეკო ელისაშვილი: იმ დღეს მოვკვდე, როცა გიგი უგულავას რამეზე ვევაჭრო

იმ დღეს მოვკვდე, როცა გიგი უგულავას რამეზე ვევაჭრო”-ამის შესახებ, “სახალხო მოძრაობის” თავმჯდომარე. ალეკო ელისაშვილმა “მთავარი არხის”ეთერში განაცხადა, სადაც “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა.

გიგი უგულავამ, მთავარი არხის ეთერში განაცხადა ” ალეკო ელისაშვილი ორ ადგილს ითხოვდა, ის საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება“.

უგულავას განცხადებას კი სამარცხვინოს უწოდებს თავად ელისაშვილი და ბრალდებებს უარყოფს:

“ღმერთმა დამიფაროს, რომ ორ ადგილზე მევაჭრა გიგი უგულავასთან. უბრალოდ, ჩვენ გვქონდა და ახლაც გვაქვს ის პოზიცია, რომ ჩვენი რესურსების გამოყენებით ორი ოლქი მოგვეგო თბილისში. ახლა ვფიქრობთ, რომ შეიძლება მეტიც მოვიგოთ, თუ საერთო პოზიციაზე ჩამოვყალიბდებით. ოღონდ ჩამოვყალიბდებით თუ არ ვიცი. ოღონდ გიგი უგულავას რომ რამე ვევაჭრო, იმ დღეს მოვკვდე მე, ალეკო ელისაშვილი, – ამბობს “სახალხო მოძრაობის” თავმჯდომარე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად