ალეკო ელისაშვილი: იადონივით გალობას და ცეკვას ვერ დავიწყებ, მინდა დაბეჩავებული და გაღატაკებული, გასაცოდავებული ქვეყანა გახდეს ღირსეული

პარტია “მოქალაქეების” დამფუძნებლის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში განათლების სისტემის შეცვლა. 

როგორც ალეკო ელისაშვილმა ტვ “ფორმულას” გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა, ქვეყნის განვითარება სწორედ განათლებულ ადამიანებზე დგას. 

წამყვანის კითხვაზე,  თუ რა იქნება მისი საარჩევნო კამპანიის მთავარი მიმართულება და რითი იქნება ის განსხვავებული და გამორჩეული, ელისაშვილი უპასუხა:

“გამორჩეული და განსხვავებული რა იქნება არ ვიცი, მე იადონივით გალობას და ცეკვას ვერ დავიწყებ, რაც ვიყავი ის ვარ და რისთვისაც ვარ პოლიტიკაში იმას გავაგრძელებ, რომ მე მინდა, ეს დაბეჩავებული და გაღატაკებული, გასაცოდავებული ქვეყანა გახდეს ღირსეული. ისეთი სახელმწიფო გახდეს, სადაც ბოლოს და ბოლოს ქართველები ვიცხოვრებთ ღირსეულად. ჩვენ დავიმსახურეთ ამ 30 წლის გაჭირვების, უშუქობის, უგაზობის და ათასი ჯანდაბის მერე ღირსეულად ვიცხოვროთ. ამისთვის ვიყავი პოლიტიკაში, ამისთვის ვიბრძოდი და ვიბრძოლებ. განათლების სისტემას თუ მივხედავთ, და იმ აგიტატორებს პოლიტიკურ კომპონენტს მოვაშორებთ და კვალიფიკაციაზე გადავიტანთ აქცენტს, მაშინ მივიღებთ იმას რომ ბავშვები ნორმალურ განათლებას მიიღებენ. ეს ბავშვები მერე გაამდიდრებენ საქართველოს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად