ალეკო ელისაშვილი: გიორგი ვაშაძე არის ვანო ჩხარტიშვილის სიძე და ბიძინა ივანიშვილის პროექტი

პარტია “მოქალაქეების” საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით,  ის “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს და “ნაციონალური მოძრაობის” პრემიერობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს არჩევნებში მხარს არ დაუჭერს.

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა ფორმულას გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” ისაუბრა.

მისი განცხადებით,  გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის “პროექტია” და მას ბანერები ვანო ჩხარტიშვილის ფულით აქვს გაკრული.

“ვაშაძეს და სააკაშვილს მხარს არ დავუჭერთ. გიორგი ვაშაძის ოპოზიციონერობის მე არ მწამს. სიღარიბე დავამრცხოთო უწერია და იმდენი ფული აქვს ჩათხლეშილი იმ ბანერებში, რომ ის რო მართლა ხალხისთვის დაეხარჯა, 10 000 ოჯახს სიღარიბეს დაამარცხებინებდა სინამდვილეში. ვანო ჩხარტიშვილის ფულით აქვს, ჩვენთვის მოპარული ფულით გამოაკრა ბანერები. ვაშაძეს არცერთ შემთხვევაში არ დავუჭერ მხარს, იმიტომ რომ ეგ არის ვანო ჩხარტიშვილის სიძე და ბიძინა ივანიშვილის პროექტი”,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით,  ის კოალიციურ მთავრობას მხარს უჭერს და არავინ არ უნდა დაუშვას, რომ “ქართული ოცნება” კიდევ ოთხი წლით მოვიდეს ხელისუფლებაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად