ალეკო ელისაშვილი: გიორგი რურუა ციხეში რომ დატოვეს, ოპოზიციას ჰქონდა მიქარული

“ერთადერთი გიორგი რურუა დატოვეს, იქაც არ მინდა რაღაცებზე ლაპარაკი. ოპოზიციას ჰქონდა მიქარული. თავის თავში ჩაიხედონ”, – განაცხადა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

“დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ დახურულ შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ რაღაცები რომ უთხრა და გაახსენა ოპოზიციას, ყველამ თავი დახარა. თავის თავს დააბრალონ, გამგებმა გაიგო”.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღეს გიორგი რურუა გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია.

“8 მარტის შეთანხმება შესრულდა. 120/30-ზე მივიღეთ პოლიტიკურ ნაწილში, პოლიტიკური პატიმრების ნაწილი გამოვიდა. იქ რაღაცები რომ თქვეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, ჩემთვის მოულოდნელი იყო. 8 მარტის შეთანხმებაში არ ვმონაწილეობდი, ვიღაც-ვიღაცებმა თავი დახარეს და კრინტი ვერ დაძრეს, რადგან რაღაც-რაღაცები გააფუჭა ოპოზიციამ. ვინც იცის, ის გიორგი რურუას ოჯახში წავიდეს და ახსნა-განმარტებები ჩააბაროს, რა გააკეთა და როგორ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა “ფორმულასთან”.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად