ალეკო ელისაშვილი: გიორგი გახარიამ გადადგომით მიიღო სწორი გადაწყვეტილება, თავიდან ააცილა ქვეყანას ესკალაცია

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მიიიღო სწორი გადაწყვეტილება თავიდან ააცილა ქვეყანას ესკალაცია, – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ალეკო ელისაშვილა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“ახლა მაინც მოეშვით კუნთების თამაშს თქვენ, „ქართული ოცნება“. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ხართ და სანამ ხართ. ამას ვიძახდით სულ და ამის გამო გვაცვეს ჯვარს, მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა. დასხედით და დაელაპარაკეთ იმ ხალხს, იქითაც საქართველოა, აქეთაც საქართველოა და შუაში არის გასაცოდავებული და გაღატაკებული საქართველო. ერთადერთი, ვინც სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, ვინც თავიდან ააცილა ქვეყანას ესკალაცია არის ის კაცი, რომლის მიმართაც უმძიმესი დამოკიდებულება მქონდა ყოველთვის. პრემიერ-მინისტრმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ გადადგა. ქვეყანა კიდევ უფრო არ შეიყვანა დაპირისპირების გამოუვალ ჩიხში. ამდენად, მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა. დასხედით, დაილაპარაკეთ და განიმუხტოს უნდა ეს სიტუაცია”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს დილით  შსს-მ ნიკა მელიას განჩინება ნაცმოძრაობის ოფისში მიუტანა, მაგრამ შენობაში არ შეუშვეს

რის შემდეგ უწყებამ განცხადებას გაავრცელა, სადაც ნათქვამია: შსს ნიკა მელიას: სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით

მოგვიანებით კი საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ.

შეგახსენებთ, გუშინ, 6 საათიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გაითვალისწინა საქართველოს გენერალური პროკურორატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

გუშინ, 88 მომხრე 2 წინააღმდეგი მე-10 მოწვევის პარლამენტში, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის შუამდგომლობას და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ამავე მოწვევის პარლამენტის დეპუტატს, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერეს და სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლაზე თანხმობა მისცეს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დავით ზილფიმიანმა და  ფრიდონ ინჯიამ, საკომიტეტო მოსმენაზე მხარი არ დაუჭირეს შოთაძის შუამდგომლობას. ხოლო სასესიო დარბაზშივე ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა მხარი არ დაუჭირეს გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც პარლამენტს საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა წარუდგინა.

გუშინვე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

ცნობისთვის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.
სასამართლომ 40 000 ლარის გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა.

2021 წლის 5 თებერვალს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

2021 წლის 12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგმლობით პარლამენტს მიმართა

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...