ალეკო ელისაშვილი: გარკვეული კომპრომისები არის, რასაც სულ ცოტა ხანში გაიგებთ

„ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანი რაღაცები უნდა დათმოს, სხვა შემთხვევაში მოლაპარაკებებს საერთოდ აზრი არ ექნებოდა, მაშინ არც ჩვენ უნდა ვწვალობდეთ ტყუილად, არც „ქართული ოცნება“ და არც ელჩები”.

ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ არსებობს გარკვეული იმედი, რომ რაღაც შეთანხმება შედგება.

„შეიძლება ვერ შევთანხმდეთ ვერაფერზე და დავიშალოთ, ასე ჩვენ ჩვენს გზას გავუყევით, მაგრამ გარკვეული იმედი არის, რომ რაღაც შეთანხმებას მივაღწევთ. „ქართული ოცნება“ მოდის თავისი პოზიციით, ჩვენ მივდივართ ჩვენი პოზიციით. გარკვეული კომპრომისები არის, რასაც სულ ცოტა ხანში გაიგებთ. კომპრომისები სახელმწიფოებრივად სწორი და გონივრული უნდა იყოს. იმედი მაქვს, შეთანხმებამდე მივალთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს, სადაც ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ელჩებთან ერთად შეხვედრას მართავენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად