ალეკო ელისაშვილი: განცდა მაქვს, რომ ივანიშვილი მართლა წავა

“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისი განცდით ბიძინა ივანიშვილი მართლა წავა პოლიტიკიდან, რადგან ლოგიკა ამას ამბობს.

ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ შესაძლოა სრულად არ ჩაეხსნას გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, მაგრამ დიდწილად  ჩაეხსნება.

“თუ მართლა წავიდა ივანიშვილი ეს უკეთესი იქნება მისთვისაც ქვეყნისთვისაც. რეალურად წავიდა, რაღაცა ტრიუკებს აკეთებს თუ რას, ამაზე ახლა ლაპარაკი რთულია. ამას დრო გვაჩვნებს მართლა წავიდა თუ არა, თუმცა განცდით რომ გითხრათ, ჩემი განცდით მართლა წავა. 100%-ით არც მე მჯერა ამის, მაგრამ თუ მოვლენებს დავალაგებთ, დიდი ალბათობით ის წავა. შესაძლოა სრულად არ ჩაეხსნას, მაგრამ დიდწილად გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ჩაეხსნება”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...