ალეკო ელისაშვილი: გახარიას დანიშვნა პრემიერიად საზოგადოების აბუჩად აგდებაა

„ქართულმა ოცნებამ“ თავისი თავი ამოწურა, უკვე გამაოგნებელ რაღაცებს კადრულობენ“-ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

“გახარიას დანიშვნა ეს არის საზოგადოების აბუჩად აგდება. ადამიანი, რომელმაც ბავშვები დაასისხლიანა და საკუთარი მოსახლეობა ზუსტად ისევე არ დაინდო, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ არ ინდობდა 7 ნოემბერსა და 26 მაისს, კაცს, რომელიც ჩაბღაუჭებული იყო იმ თანამდებობას, ასეთ კაცს რომ აწინაურებ და პრემიერ-მინისტრად ნიშნავ, ეს არის იმის დემონსტრირება, რომ საერთოდ არაფრად არ მიაჩნია ქართველი მოსახლეობა“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...