ალეკო ელისაშვილი: დღეს რაც იკადრა, გუგავასნაირი ზნედაცემული ადამიანის გათვალისწინებითაც ყველანაირ ზღვარს გადასვლაა

ოპოზიციონერი დეპუტატი, “მოაქალაქეების ლიდერი” ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ “ლეიბორისტული პარტიის” წევრს, გიორგი გუგავას მშობლების შეურაცხყოფას არ აპატიებს. საქმე ეხება გიორგი გუგავას მიერ ტვ “ფორმულა”-სთან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ალეკო ელისაშვილს “კორუმპირებული ძაღლისშვილი” უწოდა.

“ისეთი კომიკური პერსონაჟისთვის როგორიც გუგავაა არასოდეს არაფერზე მიპასუხია. რაც არ უნდა ეთქვა ჩემზე უბრალოდ მეღიმებოდა ხოლმე სულ. მაგრამ დღეს რაც იკადრა და რა სიტყვებიც თქვა ეს გუგავასიანირი ზნედაცემული ადამიანის გათვალისწინებითაც ყველანაირ ზღვარს გადასვლაა !!! ამით არა უბრალოდ მე მომაყენა შეურაცხყოფა არამედ ჩემ მშობლებსაც!!! ეს კიდევ არასოდეს არავისთვის მიპატიებია და არასოდეს არავის ვაპატიებ!!!” -წერს ალეკო ელისაშვილი.

“ლეიბორისტული პარტიის” წევრმა გიორგი გუგავამ ტვ ფორმულას” ეთერში ალეკო ელისაშვილს არამზადა და ძაღლისშვილი უწოდა. ” ალეკო ელისაშვილი არის კორუმპირებული სუსის აგენტი და მის არჩევნებს აფინანსებდა კორუმპირებული მინისტრი ალავიძე. “ის მეორე რომ ჰყავს, ის დირექტორად იყო და ჰესებზე მილიონებს იღებდა. მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია…ელისაშვილი ძაღლისშვილია, მაგრამ ამათი ძაღლისშვილია” – განაცხადა გიორგი გუგავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...