ალეკო ელისაშვილი: მხარდამჭერებთან ერთად დავირაზმები საჩხუბრად, რომ ზურნა-დუდუკით და დაფდაფებით არ ჩაატარონ პარლამენტის სხდომა

“ქართული ოცნება” პარლამენტის პირველ სხდომას ზურნა-დუდუკით ვერ ჩაატარებს, დავირაზმები და წავალ საჩხუბრად.

განაცხადა პარტია მოქალქეების” ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა “ღამის კურიერში”.

“ჩემს მხარდამჭერებთან ერთად დავირაზმები საჩხუბრად, რომ ზურნა-დუდუკით და დაფდაფებით არ ჩაატარონ სხდომა. არავის ვემუქრები, დიდი უპასუხისმგებლობაა კრიზის გაჭიანურება, სხვა უფრო დიდი კრიზის ფონზე, წალეკილია, ჯანდაცვის სისტემა არ გვაქვს. ჯანდაცვის და პრემიერ-მინისტრები დადიოდნენ თავაღერილები მთელი 8 თვე და ჭკუას არიგებდნენ დანარჩენ მსოფლიოს, რა მაგარი კრიზისმენეჯერები იყვნენ. აღმოჩნდა რომ არაფერი გაუკეთებიათ. სხვას არ კითხეს, თვითონ არ იცოდნენ, ტრაბახში და ყოყოჩობაში ეს მიიღეს”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლებას უნდა, რომ კრიზისი დასრულდეს და პანდემიაზე, დანგრეულ ეკონომიკაზე ვილაპარაკოთ, გადმოდგან ნაბიჯი.

“მოვიდნენ კონკრეტული წინადადებით! არავინ არ ვართ, ფეხებს არ ვაბაკუნებთ. მესამე რაუნდის მოლოდინში რომ ვართ და დიალოგში ვმონაწილეობთ, ვგულისხმობთ რომ, იმათგან კომპრომისს და გონივრულ წინადედაბას ველოდებით, თორემ მაგიდის აყირავება რომ გვინდოდეს, შევაქცევდით ზურგს”, – ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად