ალეკო ელისაშვილი: ბარამიძე რომ კიდევ პოლიტიკაშია და ჭკუას გვარიგებს, ეს ამ ქვეყნის დიდი უბედურებაა

ბარამიძე რომ კიდევ პოლიტიკაშია და ჭკუას გვარიგებს, ეს ამ ქვეყნის დიდი უბედურებაა, – ასე პასუხობს “რუსთავი 2”-ის ეთერში “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი”ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძისამავე ეთერში გაკეთებულ განცხადებას.

“ბარამიძე რომ კიდევ პოლიტიკაშია და ჭკუას გვარიგებს, ეს არის ამ ქვეყნის დიდი დარდი და უბედურება. სტუდია, სტუდია და ტელევიზიები იმისთვის არიან, რომ ყველაფერი გააშუქონ, მაგრამ მე მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ისეთ ქვეყანაში იცხოვრონ, სადაც შესაძლო ან მომხდარ მძიმე დანაშაულებზე უბრალოდ სტუდიებში გულს კი არ მოვიფხანდით, არამედ მოხდებოდა გამოძიება. როგორი პროკურატურაც გვყავს ვნახეთ, შინაარსზე კი არ დაიწყეს გამოძიება, რაც მოსალოდნელი იყო. თუ შოთაზე გაბედავდა ამ ქვეყნის უფლისწულის ბერა ივანიშვილის საქმის გამოძიებას?! ” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი ბარამიძემ “მოქალაქეების” წარმომადგენლებს პარლამენტში ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს მომენის მონები და “ოცნების” გზავნილების გამხმოვანებლები უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...