ალეკო ელისაშვილი ბანკის დაყაჩაღებაზე: იჯექი გომელაურო, იჯექი წყნარად, მშვიდად, გაცვითე ეგ სავარძელი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი დღეს, დიღმის მასივში მომხდარი “საქართველოს ბანკის” დაყაჩაღების ფატს ეხმაურება და შს ნინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართვს:

“რაო, შს მინისტრი გომელაური რას ამბობს? ზუგდიდის “ბრწყინვალე” ოპერაციის მერე მსგავსი ფაქტები რომ წაახალისეს, ამას დღესაც ვერ ხვდება ნეტავ? იჯექი გომელაურო, იჯექი წყნარად, მშვიდად, გაცვითე ეგ სავარძელი. ძარცვა გლეჯვაა ამ გაღატაკებულ ქვეყანაში და შენ ეგ არ გეხება”, – წერს ალეკო ელისაშვილი Facebook -ში.

შეგახსენებთ, თბილისში, დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალი შეიარაღებულმა კაცმა დააყაჩაღა. რა ოდენობის თანხა გაიტაცა პირმა ჯერ-ჯერობით უცნობია.

ამ დროისთვის ადგილზე პოლიცია მუშაობს.
როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები პირის დასაკავებლად.
მომხდარ ფაქტზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით დაიტო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად