ალეკო ელისაშვილი: ასეთი არჩევნები ჯერ არ გვქონია, რომ ყველა ბედნიერია, ყველა გამარჯვებულია

ასეთი არჩევნები ჯერ არ გვქონია, რომ ყველა ბედნიერია, ყველა გამარჯვებულია, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“ჯერ გაუგებარი ვითარებაა – “ქართული ოცნებაც” ზეიმობს, “ნაცინალური მოძრაობა” და ოპოზიციაც ზეიმობს. ჯერ ვერ გავიგეთ ვინ გაიმარჯვა – საქართველოში ასეთი არჩევნები ჯერ არ გვქონია, რომ ყველა ბედნიერია, ყველა კმაყოფილია, ყველა გამარჯვებულია. ჯერ გავიგოთ, როგორი მოცემულობა გვაქვს – ოპოზიციური კოალიცია უნდა შეიქმნას მრავალპარტიული თუ “ქართული ოცნება” რჩება ხელისუფლებაში? ეს საკითხი ჯერ გაუგებარია. ჩვენ “ქართულ ოცნებასთან” კოალიციის შექმნას არ ვაპირებთ და არსებითია ის, რომ იმის მიუხედავად, რომ ხშირად ჩემი დამოკიდებულებებით ვიქცევი პოლიტიკაში, რა ვქნა ასეთად მოწყობილი კაცი ვარ, მაგრამ ქართული სახელმწიფოსათვის რა საკითხიც იქნება მნიშვნელოვანი იმ საკითხზე ყველასთან ვითანამშრომლებთ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად