ალეკო ელისაშვილი: ასეთ ტექსტებს რომ დებს მთავრობა, თავის მოჭრაა!

“ამ ტექსტის ავტორი არის უვიცი და უწიგნური! სირცხვილია ასეთ ტექსტებს რომ დებს მთავრობა! თავის მოჭრაა და მეტი არაფერი”.

ასე ეხმაურება პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სადაც წერია, რომ “1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა”

“საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...