ალეკო ელისაშვილი: არანაირი საფუძველი არ მაქვს, ეჭვი შევიტანო ანა დოლიძეში

არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ ეჭვი შევიტანო ანა დოლიძეში”-პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “კურიერთან” განაცხადა.

“წარწყმედილი ოპოზიციონერები რას ილაპარაკებენ ეს ცალკე ამბავია, მაგრამ რამდენად მართალია, ეგაა მეორე ამბავი. მე ვერ დავდგები ისეთი ადამიანის გვერდზე თუ არ ვარ დარწმუნებული, რომ მასთან დაკავშირებით ყველაფერი კეთილსინდისიერია. არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ ეჭვი შევიტანო ანა დოლიძეში, მაგრამ თუ გაირკვევა, რომ ის ამბავი მართალია, რა თქმა უნდა, ჩვენი გზები გაიყოფა და ეს ძალიან მძიმე ამბავი იქნება ჩემთვის. რა თქმა უნდა, მე ანას კამერას ვერ დავუმაგრებ და სუს-ის ოპერმუშაკებს ვერ მივამაგრებ, უნდა ვენდო სიტყვაზე და ვენდობი, მან თქვა, რომ არანაირად ერთი თეთრი არ მიუღიათ, ეს ჩემთვის საკმარისია, რომ მშვიდად ვიყო,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად