ალეკო ელისაშვილი: არ დავუჭერთ მთავრობას მხარს, პირველ რიგში, ღარიბაშვილის კანდიდატურის გამო

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ განახლებული მთავრობის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.

ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ხელისუფლებას პრემიერობის კანდიდატად კომპრომისზე წამსვლელი კადრი უნდა შეერჩია.

“არ დავუჭერთ ამ მთავრობას მხარს, პირველ რიგში, ღარიბაშვილის კანდიდატურის გამო. დღეს, ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა არის ორ ბანაკად გაყოფილი და იგლიჯება ეს ქვეყანა ამ ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის, ახლა, “ქართულ ოცნებას” უნდა წარმოედგინა ისეთი კანდიდატი, ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებდა კომპრომისებზე წასვლას, გონივრული ნაბიჯების გადადგმას, ოპოზიციასთან დიალოგის მაგიდასთან დაჯდომას. ღარიბაშვილი 180 გრადუსით არის ამის საპირისპირო”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...