ალბანეთში, მიწისძვრის გამო დაწყებული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა

ალბანეთში დასრულდა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელიც ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ აქამდე მიმდინარეობდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ედი რამამ განაცხადა.

მიწისძვრის შედეგად, რომელიც 26 ნოემბერს მოხდა, ამჟამად არსებული მონაცემების მიხედვით, დაღუპულია 50 ადამიანი, მაშველებმა კი ნანგრევებიდან 38 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს. აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა 48 დაღუპულის შესახებ.

„მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც კი ამ ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას“, – განაცხადა რამამ.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ახლო მომავალში წარადგენენ სტატისტიკას დაზიანებული შენობებისა და მიყენებული ზარალის შესახებ.

ალბანეთის ცენტრალურ ნაწილში მიწისძვრა 26 ნოემბერს მოხდა. მისი ეპიცენტრი დედაქალაქ ტირანოსა და საკურორტო ქალაქ დურესს შორის მდებარეობდა, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად