ალასკას სანაპიროებთან 5,7 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ამერიკის შტატ ალასკას სანაპიროებთან 5,7 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისძვრა 10 სექტემბერს, იქაური დროით 20:32 დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სიტკიდან 251 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

დაღუპულების, დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...