ალასანია: ვიცოდით, რომ რუსთავის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი უშიშროებასთან იყო შეკრული

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, პარტიაში დიდი ხნით ადრე იცოდნენ, რომ რუსთავის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი თეიმურაზ მენაფირე, რომელმაც პატია რამდენიმე დღის წინ დატოვა, უშიშროებასთან იყო შეკრული.

"დიდი ხნით ადრე ვიცოდით, რომ რუსთავის მაჟორიატრობის კანდიდატი უშიშროებასთან იყო შეკრული. სამწუხაროდ, ცუდ დროს გადადგა ეს ნაბიჯი. ჩვენ ამ ადამიანს ნდობა მაინც გამოვუცხადეთ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვისაც ბრძოლა, პრინციპების დაცა არ შეუძლია, უნდა ჩამოგვცილედ. 

რაც მთავარია, ყოველდღე მეტი ადამიანი გვემატება. ხალხს აღარ უნდა ივანიშვილის მდგომარეობაში დარჩენა. არ უნდათ დაბურნება სააკაშვილის დროინდელ წარსულში. სწორედ ამიტომ ვართ ალტერნატივა ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები",- განაცხადა ალასანიამ ტელეკომპანია "იმედთან". 

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს "თავისუფალი დემოკრატები" რუსთავის მაჟორიტრობის კანდიდატმა, თეიმურაზ მენაფირემ და 270 წევრმა დატოვა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად