ალასანია: თუ პრემიერის პოლიტიკური ნება იქნება, წარმოუდგენელია, ქვეყანაში არეულობა მოხდეს

"თუ ხელისუფლებისგან და პრემიერისგან იარსებებს პოლიტიკური ნება, წარმოუდგენელია, რომ საქართველოში არეულობა მოხდეს",- ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. 

"უკეთესი იქნებოდა, მემორანდუმი ადრე გაფორმებულიყო. მაშინ, როდესაც "თავისუფალმა დემოკრატებმა" პარტიებს შევთავაზეთ, ამგვარი დოკუმენტი პარლამენტში მიეღოთ, 4 თვის დაგვიანებით პარლამენტი დათანხმდა ამას. 

ბუნებრივია, ჩვენ მემორანდუმს ხელს მოვაწერთ, რადგან ვართ პარტია, რომელსაც უნდა არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი დაანებოს პოლიციის პოლიტიზირებას, მათ გამოყენებას ზეწოლებზე. დღეს პოლიციელის უფლებას არავინ იცავს. შსს-ის თანამშრომლების უფლებებს ვინ იცავს? ჩვენ მხარი უნდა დავუჭიოთ მათ, რომ უფლებები იყოს დაცული.მათ უნდა ჰქონდეთ ის ახალი, პროგრესული შეიარაღება და ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც სჭირდებათ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში",- განაცხადა ალასანიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად