"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ დღეს პროკურატურა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტია. ამის შესახებ მან საარცევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
"დღეს პროკურატურა ზუსტად ისეთივე პოლიტიკური ინსტრუმენტია, როგორიც 2012 წლამდე იყო. ეს დავინახე ყველა მიმდინარე პოლიტიკური საქმეების განხილვისას, მათ შორის, ისეთი, როგორიც "კაბელების საქმეა".
ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვაპირებთ, რომ შევუწყოთ ხელი კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ სასამართლო, პროკურატურა და სამართალდაცვითი სისტემა იყოს სრულად დეპოლიტიზირებული",- განაცხადა ალასანიამ.