ალაფიშვილი: სასამართლო იმ მსჯავრდებულს უვადებს საპატიმრო სასჯელის აღსრულებას, რომლის მძიმე ავადმყოფობა დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით

ამის შესახებ იურისტი ლევან ალაფიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“საპატიმრო სასჯელის აღსრულების გადავადების, იგივე განაჩენის აღსრულების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო იმ მსჯავრდებულის მიმართ რომლის მძიმე ავადმყოფობა დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით ან მსჯავრდებული არის ორსულად.

სასჯელის აღსრულების გადავადების წესი არ მოქმედებს ბრალდებულის მიმართ, რომლის მიმართ შერჩეულია აღკვეთის ღონისძიება, მაგრამ ჯერ არ არის დანიშნული სასჯელი.”

კომენტარები
იტვირთება...