ალაფიშვილი: რეფერენდუმი დროის გაჭიანურებაა, მიიღეთ “გერმანული” მოდელი და მერე წადით საკონსტიტუციოში

რეფერენდუმი დროის გაჭიანურებაა, მიიღეთ “გერმანული” მოდელი და მერე წადით საკონსტიტუციო სასამართლოში, – ამის შესახებ იურისტი ლევან ალაფიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“რეფერენდუმი/პლებისციტი დროის გაჭიანურების და პროტესტის გადაგორების საშუალებაა.
უფრო იოლი და სწრაფი გზა არის:
A) მიიღეთ “გერმანული” მოდელი.
B) ამის მერე წადით საკონსტიტუციოში და მან თქვას კონსტიტუციურობა.
1 თვეში დასრულდება.
თუ საკონსტიტუციო იტყვის კონსტიტუციურიაო – ჩატარდება “გერმანულით”, თუ იტყვის არაკონსტიტუციურიაო – არსებულით”, – წერს ლევან ალაფიშვილი. 

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ მოითხოვა, რომ რეფერენდუმი ჩატარდეს სააჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ოპოზიცია კი პროპორციული სისტემის ჩაგდების შემდეგ ე. წ. გერმანული მოდელის მიღებას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად