ალაფიშვილი ხელისუფლება-საპატრიარქოზე: კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფა ხელისუფლების ვალდებულებაა

კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფა ხელისუფლების ვალდებულებაა, – ამის შესახებ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა “აიპრესს” განუცხადა საპატრიარქოს იმ განაცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მათ თქვეს, რომ საავტომობილო შეზღუდვა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.

“ამ ქვეყანაში კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფა ხელისუფლების ვალდებულებაა. უფლება კი არა ვალდებულებაა. ეს პრინციპი უნდა მოქმედებდეს როგორც მშვიდობიანობის, ასევე თვით ომიანობის დროსაც კი. ეს არის მთავრობის ვალდებულება და თუკი აქედან გადახრა ხდება სახელმწიფოებრიობის საფუძვლები სერიოზულად ირყევა. ინსტიტუციური დემოკრატია ამ პრონციპზე დგას. რაღაცის სანაცვლოდ ვიღაცის სასარგებლოდ გამონაკლისის დაშვება, ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ არის ეს დაშვებული”, – ამბობს ალაფიშვილი.

კითხვაზე, ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა, როცა ყველა თანაბარ პირობებში არ ჩააყენა და საპატრიარქოსთვის გამონაკლისი დაუშვა, ამის გამო მან კიდევ მეტი მოითხოვა? – პასუხობს:

“ეს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობას არ შეეხება, ჩვენ ისტორიას გადავხედოთ, დღევანდელობას კი არა. უფრო ფართო კონტექსტში ვსაუბრობ და არა მხოლოდ ამ კონკრეტულ მომენტში. ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ ქვეყანაზე და არა გარკვეულწილად დემოკრატიულ სახელმწიფოს, როგორც ეს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, გარკვეულწილად დემოკრატიულ სახელმწიფოს არ ვაშენებთ. ყოველგვარი დამატებითი სიტყვის გარეშე. ხალხის მმართველობას და ბუნებრივად თანასწორ ხალხს ნიშნავს. ვისაც ეს შეუძლია და ამის ვალდებულება აქვს, ეს არის სახელმწიფო”, – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია: სამწუხაროდ, მრევლს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენხოლო მეუფე იაკობმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძისა და მისი მოადგილის პაატა იმნაძის მისამართით თქვა, რომ მათ ბოდიში უნდა მოიხადონ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად