ალაბამაში ტროპიკულ შტორმ “სალის” ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ტროპიკულმა შტორმმა “სალიმ” ალაბამაში ერთი ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ ქალაქ ორანჯ-ბიჩის მერმა ტონი კენონმა განაცხადა.

ეს არის “სალის” პირველი მსხვერპლი, რომელიც მე-2 კატეგორიის ქარიშხალია. აღნიშნული პირის გარდაცვალების დეტალები ჯერ არ არის დაზუსტებული.

ატმოსფერული ფენომენის ქარის სიჩქარეა 20,1 მ/წმ. “სალი” მდებარეობს დოთანიდან (ალაბამა) ჩრდილო-დასავლეთით 110 კმ-ზე და მოძრაობს ჩრდილო-აღმოსავლეთით 11,2 კმ/სთ სიჩქარით.

მეტეოროლოგების აზრით, “სალიმ” ფლორიდაში და სამხრეთ ალაბამაში კატასტროფული და სიცოცხლისათვის საშიში წყალდიდობა გამოიწვია. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 540 ათასზე მეტი მაცხოვრებელი.

ქარიშხლების სეზონი, როგორც წესი, ატლანტიკის რეგიონში ექვსი თვის განმავლობაში გრძელდება, ივნისის დასაწყისიდან ნოემბრის ბოლომდე. ატმოსფერული ფენომენი კლასიფიცირდება, როგორც ტროპიკული ქარიშხალი როდესაც მასში ქარის სიჩქარე მიაღწევს დაახლოებით 17,5 მ/წმ-ს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად