ალაბამაში აშშ-ის საზღვაო ძალების საწვრთნელი თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა 2 ადამიანი

ეკიპაჟის ორი წევრი გახდა აშშ-ის საზღვაო ძალების სასწავლო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მსხვერპლი. იუწყება სააგენტო TASS , აშშ-ის საზღვაო ფლოტის Twitter ანგარიშზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, T-6B Texan II საწვრთნელი თვითმფრინავი ჩამოვარდა ალაბამას ქალაქ ფოლიში, 23 ოქტომბერს ადგილობრივი დროით, დაახლოებით 17:00 საათზე. ორკაციანი ეკიპაჟი ვერ გადარჩა.

ბოლდუინის ოლქის პოლიციამ, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი არ არის. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიებას აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო და ფლოტი აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად