ალაბამას შტატში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

ალაბამას შტატის ქალაქ მობილში, სპორტულ სტადიონზე მომხდარი სროლის შედეგად მინიმუმ ათი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Fox News-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სროლა პარასკევს, 30 აგვისტოს, სკოლის გუნდებს შორის საფეხბურთო მატჩის შემდეგ მოხდა.
ინციდენტის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ოთხ დაშავებულს კი სხვადასხვა ხარისხის სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება. დაშავებულთა ასაკი 15-დან 18 წლამდეა.

სროლის შემდეგ, პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, მაგრამ უცნობია, არიან თუ არა დაკავებულები ეჭვმიტანილები. ისინი ამჟამად დაკითხვაზე იმყოფებიან.
NBC 15 News-ის თანახმად, ხუთი დაშავებული საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. ტელეარხის ცნობით, მათ შორის ქალი და კაცია. სამი ადამიანი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს, ორი ადამიანი კი საავადმყოფოში პირადი ტრანსპორტით მივიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად