ალაბამას შტატში მოზარდმა ოჯახის 5 წევრი მოკლა

ალაბამას შტატში (აშშ), 14 წლის ამერიკელმა აღიარა, რომ ოჯახის 5 წევრი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობილია, რომ სროლის შედეგად, სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი რეანიმაციაში. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.

მკვლელობის მოტივი უცნობია. აღნიშნულია, რომ თინეიჯერი თავად 9 მმ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღის ძებნაში მონაწილეობდა, რომელიც მან დანაშაულის ჩადენის შემდეგ გადააგდო.

2018 წლის იანვარში, კენტუკის შტატის ქალაქ ბენტონში, 15 წლის მოზარდმა სკოლაში ხალხს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად, 15 წლის ბიჭი და გოგო დაშავდა.შემთხვევის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად