“ალ-ყაიდა” რომში, მადრიდსა და ნეაპოლში ტერაქტის მოწყობით იმუქრება

ტერორისტული ორგანიზაციის "ალ-ყაიდა" ერთ-ერთმა ქვედაჯგუფებამ (al-Qaeda in the Islamic Maghreb) ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც ისინი რომში, მადრიდსა და ნეაპოლში ტერაქტების მოწყობით იმუქრებიან, – აღნიშნულის შესახებ Europa Press-ი წერს.

13-წუთიან ვიდეოში ტერორისტული დაჯგუფების წევრები აცხადებენ, რომ ისინი ესპანეთისა და იტალიის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის მოწყობას აპირებენ.

უცხოური პრესის ინფორმაციით, ვიდეოში რეალურად ჩანს ერთ-ერთი პირი იმ 130 ადამიანიდან, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში, ისლამისტების კონფლიქტებში მონაწილეობის გამო ესპანეთი დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად