აკია ბარბაქაძე „საქართველოს ბანკის“ მძარცველზე: პროფესიონალია, განსაზღვრა თანხის რაოდენობაც და მოითხოვა იმდენი, რომლისთვისაც სისხლს არავინ დაღვრიდა

ამის შესახებ პრეზიდენტის ყოფილმა სამხედრო მრჩეველმა, პოლკოვნიკმა აკია ბარბაქაძემ ტვ „პირველის” ეთერში ისაუბრა.

„ის რომ ოპერაცია უსაფრთხოდ დამთავრდა ეს არის პოზიტივი და ჩართული ხალხის პროფესიონალიზმის შედეგი. რამდენიმე დეტალს შეგვიძლია მივაქციოთ ყურადღება, საუბრობდა მეგრულად რაღაცას მალავდა. ძალიან რთულია მარტო ჩაატარო ასეთი ოპერაცია ის დაშვება, რომ მას ყავდა თანამოაზრეები, რომლებიც მას სხვადასხვა უზრუნველყოფას უკეთებდნენ ჭკუასთან ახლოსაა.
არ შეიძლება ნაჩქარევი აზრების გამოტანა. ოპერაცია ოფიციალურად დასრულებული არ არის. მიმდინარეობს ამ ადამიანის დევნა, აღმოჩენა და დაკავება. ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ოპერაციის წარმატება წარუმატებლობაზე.
ძალიან დაფიქრებული ადამიანია, პროფესიონალია, განსაზღვრა თანხის რაოდენობაც და მოითხოვა იმდენი, რომლისთვისაც სისხლს არავინ არ დაღვრიდა”, – განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად