აკი ბაშოს სატარტო შეხვედრაში ლევან გორგაძე კირიბაიამასთან დამარცხდა (ვიდეო)

დღეს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლში აკი ბაშომ აიღო სტარტი

შემოდგომის სუპერტურნირი მთავარი ფავორიტების, ჰაკუჰო და კაკურიუს გარეშე ჩაივლის. მონღილი იოკოძუნები აკი ბაშოს ტრავმების გამო გამოტოვებენ.

შეჯიბრების სტარტზე რეიტინგში გვარიანად დაწინაურებული ლევან გორგაძის (სიმაღლე 192 სმ, წონა 176 კგ) მეტოქე მასზე ერთი საფეხურით დაბლა მდგომი, აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა, 24 წლის მონღოლი კირიბაიამა (სიმაღლე 185 სმ, წონა 138 კგ) იყო. დღემდე მათი გზები ერთადერთხელ, ამა წლის მარტის ბაშოზე გადაიკვეთა. ორთაბრძოლა ტოჩინოშინმა იორიკირით მოიგო.

დღევანდელი შეხვედრის სასტარტო ჯახის შემდეგ კირიბაიამა აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში და მან ეს მცირე უპირატესობა იორიკირით გამარჯვებად აქცია.

ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე მასზე ერთი საფეხურით მაღლა მდგომი, დასავლეთის მე-3 მაეგაშირა, 25 წლის იაპონელი ტერუცუიოში (სიმაღლე 169 სმ, წონა 113 კგ) იქნება. მათ შორის ამ ტურნირამდე გამართულ ერთადერთ შეხვედრა 2020 წლის მარტისბაშოზე შედგა და იგი შიტატენაგეს ილეთით ტერუცუიოშმა მოიგო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად