აკი ბაშოს მეშვიდე დღეს ლევან გორგაძემ მიოგირიუ დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში აკი ბაშოს მეშვიდე დღის შეხვედრები გაიმართა.

ტოჩინოშინი დღეს სეკივაკეს, 26 წლის იაპონელ მიოგირიუს (სიმაღლე 182 სმ, წონა 161 კგ) შეხვდა. ურთიერთშეხვედრებში ტოჩინოშინი იყო წინ – 6:4. ბოლო სამ შეხვედრაში, 2019 წელს ჩატარებულში, მიოგირიუ გამოვიდა გამარჯვებული. აკი ბაშოზე ჩატარებული 5 შეხვედრის შემდეგ მას ბალანსი 2:4-თან ჰქონდა.

დღევანდელ შეხვედრაში მეტოქეებმა ერთმანეთს მეტად სწრაფ ტემპში ბრძოლა შესთავაზეს  და არცერთ მათგანს წამითაც კი არ მისცემია სულის მოთქმის საშუალება. ერთ-ერთ მომენტში ტოჩინოშინმა მიოგირიუს მავაში მოგდო ხელს და ცხადი შეიქმნა, რომ მეტოქე მის შეჩერებას უკვე ვეღარ შეძლებდა. ტოჩინოშინმა იორიკირით გაიმარჯვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ტოჩინოშინი დოჰიოდან კოჭლობით ჩავიდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ტრავმა.

შვიდი დღის შემდეგ ლევან გორგაძეს 3 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს.

ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე აკი ბაშოს ერთ-ერთი ლიდერი (ბალანსით 6:1-თან) და იმპერატორის თასის მოპოვების უპირველესი ფავორიტი, 24 წლის იაპონელი ოძეკი ტაკაკეიშო (სიმაღლე 175 სმ, წონა 183 კგ იქნება. ურთიერთშეხვედრებში ლევანს ტაკაკეიშოი ერთხელ 2018 წლის იანვარში ჰყავს დამარცხებული, ერთხელ კი უბრძოლველად მიითვალა მასთან გამარჯვება. ტაკაკეიშოს ლევანი 8-ჯერ ჰყავს დამარცხებული.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად