აკი ბაშოს მეექვსე დღეს ლევან გორგაძე შოდაისთან დამარცხდა (ვიდეო)

დღეს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში აკი ბაშოს მეექვსე დღის შეხვედრები გაიმართა.

ტოჩინოშინი დღეს სეკივაკეს წოდების მქონე, 29 წლის იაპონელ შოდაის (სიმაღლე 184 სმ, წონა 170 კგ) შეხვდა. ურთიერთშეხვედრებში წინ შოდაი იყო – 9:7. მათ შორის გამართულ ბოლო, 2020 წლის იანვრის ბაშოს შეხვედრაში გამარჯვება შოდაიმ მოიპოვა. მიმდინარე ბაშოზე შოდაის ბალანსი 4:1-თან იყო.

დღევანდელ შეხვედრაში შოდაიმ წამით დაასწრო ტოჩინოშინს ინიციატივის ხელში ჩაგდება და ეს მცირე შანსი სწრაფად გამოიყენა. ლევან გორგაძე დამარცხდა და მან აკი ბაშოზე გამარჯვების და იმპერატორის თასის მოპოვების ყველა შანსი დაკარგა.

ტოჩინოშინის პროგრამა მაქსიმუმი აკი ბაშოზე 10 და მეტი შეხვედრის მოგებაა, პროგრამა-მინიმუმი კი ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულება. ბაშოს დამთავრებამდე 9 დღით ადრე მისი ბალანსია 2:4-თან.

ხვალ ტოჩინოშინი სეკივაკეს, 26 წლის იაპონელ მიოგირიუს (სიმაღლე 182 სმ, წონა 161 კგ) შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ტოჩინოშინია წინ – 6:4. ბოლო სამ შეხვედრაში, 2019 წელს ჩატარებულში, მიოგირიუს აქვს გამარჯვება მოპოვებული. აკი ბაშოზე ჩატარებული 5 შეხვედრის შემდეგ (მეექვსე დღის შეხვედრა შოდაისთან რამდენიმე წუთში დაიწყება) მას 2 გამარჯვება აქვს 3 მარცხის წილ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად