აკი ბაშოს მე-8 დღეს ტოჩინიშინმა ოძეკი ტაკაკეიშო ჰატაკიკომით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში აკი ბაშოს მერვე დღის შეხვედრები გაიმართა.

ტოჩინოშინი დღეს აკი ბაშოს ერთ-ერთი ლიდერს (ბალანსი 6:1) და იმპერატორის თასის მოპოვების უპირველესი ფავორიტს, 24 წლის იაპონელ ოძეკი ტაკაკეიშოს (სიმაღლე 175 სმ, წონა 183 კგ) შეხვდა. ურთიერთშეხვედრებში ტაკაკეიშოს 8 შეხვედრა ჰქონდა მოგებული, ტოჩინოშინს კი – 2.

დღევანდელი შეხვედრაში მისგან ძალის ხარჯზე გამარჯვებამიჩვეულ გულშემატკივარს და, რა თქმა უნდა, ტაკაკეიშოსაც, ტოჩინოშინმა სიურპრიზი შესთავაზა და ბრწყინვალე ტექნიკის ხარჯზე ჰატაკიკომით მოიპოვა გამარჯვება.

 

რვა დღის შემდე ლევან გორგაძეს 4 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს და ხვალ ასანოიამასთან გამარჯვების შემთხვევაში იმპერატორის თასის მოპოვების მცირე იმედიც კი შეიძლება გაჩნდეს.

ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე კიდევ ერთი ოძეკი, 26 წლის იაპონელი ასანოიამა (სიმაღლე 187 სმ, წონა 174 კგ იქნება. ურთიერთშეხვედრებში ასანოიამა იგებს 3:2-ს, თუმცა, ალბათ ყველას ახსოვს, რომ 2019 წლის მაისში, ბაშოს მე-13 დღეს, ტოჩინოშინის დამსახურებული გამარჯვება მსაჯების მიუტევებელი შეცდომის გამო გუქმდა და შედეგად, იმპერატორის თასი 2 დღის შემდეგ, 26 მაისს ასანოიამამ ასწია.

მეტოქეების ბოლო შეხვედრა 2020 წლის იანვარში შედგა და ტოჩინოშინმა იგი შიტატენაგეს ილეთით მოიგო. მიმდინარე ბაშოზე ასანოიამამ სტარტზე ზედიზედ განცდილი სამი მარცხის შემდეგ ზედიზედ ხუთჯერ გაიმარჯვა და ჯერ კიდევ ინარჩუნებს იმპერტატორის თასის მოპოვების შანსს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად