აკი ბაშოს მე-13 დღეს მონოის გადაწყვეტილებით ტოჩინოშინს დამარცხება ჩაეთვალა (ვიდეო)

დღეს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში აკი ბაშოს მე-13 დღეა

ტოჩინოშინი მეტოქე დღეს დასავლეთის მე-6 მაეგაშირა, 26 წლის იაპონელ კაგაიაკი (სიმაღლე 193 სმ, წონა 160 კგ) იყო. ერთმანეთს შორის დღემდე გამართული 5 შეხვედრიდან ხუთივე ტოჩინოშინს ჰქონდა მოგებული.

დღევანდელ შეხვედრაში ტოჩინოშინმა თითქოს აშკარა გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ამაში არ იყვნენ დარწმუნებულები მსაჯები. დოჰიოზე ასულმა მსაჯებმა მცირე ხნის თათბირის შემდეგ დაასკვნეს, რომ კაგაიაკის დაცემამდე ტოჩინოშინის ქუსლი აღმოჩნდა წრის გარეთ და მას წაგება ჩაუთვალეს.

დღევანდელი წაგების შემდეგ ტოჩინოშინს მაკე კოში გაუფორმდა და მომავალ ბაშოსთვის რეიტინგში დაქვეითდება, თუ რამდენით ეს დარჩენილი ორი შეხვედრის შედეგზეა დამოკიდებული.

ხვალ ტოჩინოინი დასავლეთის მე-2 მაეგაშირას 35 წლის მონღოლ ტამავაშის (სიმაღლე 189 სმ, წონა 168 კგ) შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში წინ ტოჩინოშინია – 20:11. წელს მათ შორის გამართული ორივე შეხვედა მას აქვს მოგებული. აკი ბაშოზე ტამავაშის დღეს მე-8 შეხვედრა წააგო და მაკე კოში გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად