აკი ბაშოს მე-12 დღეს ტოჩინოშინმა ოკინოუმთან ვერაფერი გააწყო და დამარცხდა (ვიდეო)

დღეს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში აკი ბაშოს მე-12 დღის შეხვედრები გაიმართა.

ტოჩინოშინის მეტოქე სანიაკუში მყოფ რიკიშთაგან ბოლო, 35 წლის ვეტერანი იაპონელი კომუსუბი ოკინიუმი (სიმაღლე 191 სმ, წონა 160კგ) იყო. ურთიერთშეხვედრებში წინ ტოჩინოშინი იყო – 8:6.
 
დღევანდელ შეხედრაში ოკინოუმმა დაასწორო ტოჩინოჩინს უკეთესი პოზიციის მოპოვება, შემდეგ მის  მავაშისაც მიწვდა და მძლავრი მიწოლით ტოჩინოშინი დოჰიოდან გაიყვანა. 
 
ოკინოუმმა ბაშოზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ტოჩინოშინი კი მეშვიდედ დამარცხდა. ბაშოს დასრულებამდე სამი დღით ადრე ტოჩინოშინის მდგომარეობა კრიტიკული გახდა: მას სამივე შეხვედრის მოგება ესაჭიროება ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულებისთვის.
 
ხვალ ტოჩინოშინი დასავლეთის მე-6 მაეგაშირას, 26 წლის იაპონელ კაგაიაკის (სიმაღლე 193 სმ, წონა 160 კგ) შეხვდება. ერთმანეთს შორის დღემდე გამართული 5 შეხვედრიდან ხუთვე ტოჩინოშინს აქვს მოგებული. მიმდინარე ბაშოზე კაგაიაკის ბალანსია 6:6. დღეს იგი ტაკანოშოსთან დამარცხდა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად