აკი ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინმა შოტა ენდო ჰატაკიკომით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში აკი ბაშოს მე-11 დღის შეხვედრები გაიმართა.

ტოჩინოშინის მეტოქე 29 წლის კომუსუბი, იაპონელი შოტა ენდო (სიმაღლე 184 სმ, წონა 148 კგ) იყო. ურთიერთშეხვედრებში მეტოქეების ბალანსი თანაბარი იყო – 6:6. ბოლო ორი შეხვედრა, ორივე ჰატაკიკომით, ლევანს ჰქონდა მოგებული. გუშინ ენდო ტამავაშისთან დამარცხდა და ტოჩინოშინთან შეხვედრის წინ უარყოფითი ბალანსის გაფორმებას და კომუსუბის წოდების დაკარგვას ერთი მარცხიღა აშორებდა.

ტოჩინოშინმა დღეს წარმატებით გაუძლო მეტოქის დაწოლას და სწრაფი რეაქციის წყალობით დოჰიოდან გავარდნის მომენტში მოახერხა მაღლა ახტომა და ჰაერში მანამ ყოფნა, სანამ ენდო არ დავარდა დოჰიოზე. ტოჩინოშინის გულშემატკივრები მსაჯებმა ცოტაოდენ აანერვიულეს, გამარჯვებულის გამოვლინება მონოის საშუალებით მოხდა.



ხვალ ტოჩინოშინი სანიაკუში მყოფ რიკიშთაგან ბოლოს, 35 წლის ვეტერან იაპონელ კომუსუბ ოკინიუმს (სიმაღლე 191 სმ, წონა 160კგ) შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში წინ ლევანია – 8:6. ბოლო 10 შეხვედრიდან რვა იორიკირით დასრულდა და ხუთჯერ ტოჩინოშინმა იმარჯვა ამდაგვარად, სამჯერ კი ოკინოუმმა. სამიდან ერთი გამარჯვება ოკინოუმმა მეტოქეებს შორის გამართულ ბოლო, 2020 წლის იანვრის შეხვედრაში მოიპოვა. დღეს ოკინოუმმა ასანოიამასთან წააგო შეხვედრა და უარყოფითი ბალანსი გაიფორმა. მომდევნო ბაშოზე იგი კომუსუბი აღარ იქნება და სანიაკუს დატოვებს.

თერთმეტი დღის შემდეგ 9-9 გამარჯვებით ლიდერობენ ტაკაკეიშო, შოდაი, ვაკატაკაკაგე და ტობიზარუ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად